Browse Topics
- პროგრამული ოპერაცია
- მინიმალური ენერგოეფექტურობის მოთხოვნა
- შესაბამისობის დეკლარაცია
- ნიმუშის ფაილი
- დახმარება და ტრენინგი
- ძირითადი შენიშვნები
შესაძლებელია, რომ ჩემი კომპანია იყოს აკრედიტებული EPC-ს შესრულებისთვის, ან გათბობისა და კონდიცირების სისტემათა ინსპექტირებისთვის?
არა, MoESD არ დაარეგისტრირებს კომპანიებს შენობების EPC ექსპერტებად, ან გათბობისა და კონდიცირების სისტემათა ინსპექტორებად. თუ თქვენს კომპანიას სურს EPC-ს შესრულების, ან სხვა ინსპექციის სერვისის შეთავაზება, საჭიროა MoESD-ს მიერ მართული ეროვნულ აღრიცხვაზე რეგისტრირებული ერთი ან რამდენიმე EPC ექსპერტებისა ან ინსპექტორების დაქირავება.
შევიდა თუ არა ძალაში და მოითხოვება თუ არა უკვე შესაბამისობის დეკლარაციის წარდგენა (ეს კითვა იმიტომ მაქვს რომ ძალიან ხშირად ხდება პროგრამის განახლება და რამე ხომ არ გადაიდო სანამ პროგრამა არ დაიხვეწება) და კიდევ ბევრი სხვა კითხვა მაქვს
დიახ, 354-ე რეზოლუცია ძალაში შევიდა 2022 წლის პირველ ივლისს. აქტიურია პირველი ივლისიდან.
ფასადის ის ადგილები, სადაც კოლონა და რიგელია - როგორ უნდა ვაჩვენოთ პროგრამაში? რკინის კარი (მინის გარეშე) როგორ უნდა ვაჩვენოთ პროგრამაში? რკინის კარისთვის გაურკვეველია უ მაქსიმუმი სიდიდე, წესით 2,2 არ უნდა იყოს? ფასადის ფართობის მითითებისას ფანჯრები ფასადის ნაწილად უნდა დავამატოთ თუ ფანჯრები ცალკე ლეიერად ვაჩვენოთ? როგორ ვიქცევით ფასადზე აივნების და გარე კედლების მიერთების ადგილებთან (თბური ხიდები 20%-25%) სადაც თბოიზოლაცია ვერ იქნება? რამდენად სწორადაა მასალების თბოგადაცემის კოეფიციენტები შეყვა
დიახ, კარი უნდა იყოს 2.2. საჭიროა შესწორება. ფანჯრების შეყვანა ორივე გზით არის შესაძლებელი. მთავარია, განსაზღვრული ფართობი სწორი იყოს.
სისტემური მოთხოვნები
პროგრამის საინსტალაციოდ საჭიროა შემდეგი სისტემური პარამეტრები: Windows 10 ან უფრო ახალი ოპერატიული სისტემა, Net Framework 4.6.1 ან უფრო მაღალი მონაცემების, და მინიმუმ 200 მეგაბაიტი თავისუფალი ადგილი დისკზე.
სამშენებლო ნებართვის მისარებად რა დოკუმენტების წარდგენაა საჭირო?
354-ე რეზოლუციის მოთხოვნათა გათვალისწინებით, საჭიროა ხელმოწერილი შესაბამისობის დეკლარაცია.
საკონტაქტო პირის მონაცემები რო მოგ წეროთ , მპნაცემების შევსებასთან დაკავშირებითკითხვის შემთხვევაში
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. მისამართი: საქართველო, 0114, თბილისი, სანაპიროს ქუჩა N2. თბილისი 0114 საქართველო
როდის უნდა შედგინდეს შესაბამისობის დეკლარაცია?
დეკლარაცია უნდა შეიქმნას საპროექტო პროცესის ბოლოს, საპროექტო დოკუმენტაციის მუნიციპალიტეტისთვის წარდგენამდე, რომელიც გასცემს მშენებლობის ნებართვას. თუმცა, პროექტზე მომუშავე გუნდს შეუძლია გამოიყენოს GEECB პროგრამა, რათა დარწმუნდეს, რომ ნებისმიერი სამშენებლო პროექტში შეტანილი ცვლილება კვლავ შესაბამისობაშია მოთხოვნებთან. აგრეთვე, ეს ხელს უწყობს სამუშაო პროცესის დინამიურობას პროექტზე მომუშავე გუნდში, რაც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის პროექტის შექმნას.

როდის დაემატება ქართულს ბაზარზე არსებული მოსაპირკეთებელი მასალები რაც ძალიან ხშირად იხმარება, მაგალითად: ბაზალტი, ბოლნისის ტუფი, ანანურის ქვა, ხევსურული ან სვანური ფიქალი, შირიმი, ეკლარი და ა.შ.
მასალები დაემატება მაშინვე, როდესაც საქართველოს სამშენებლო მასალების ნუსხა გახდება ხელმისაწვდომი.
როგორ შემიძლია გავიარო ტრეინინგი GEECB პროგრამის გამოყენებაში, შესაბამისობის დეკლარაციის შესადგენად?
თუ გაქვთ სურვილი ისწავლოთ GEECB პროგრამა, გთხოვთ მოგვწეროთ მითითებულ მეილზე    , ან მდივან მედეა ჟვანიას   რომ მიიღოთ შემდეგი შემსწავლელი კურსის კალენდარი.

როგორ უნდა წარდგინდეს შესაბამისობის დეკლარაცია პროექტის დოკუმენტაციასთან?
დეკლარაციის შედგენის შემდეგ, იგი უნდა გაიგზავნოს მონაცემთა ბაზაში, სადაც შედგენილი შესაბამისობის დეკლარაცია შეინახება. იმისთვის, რომ დოკუმენტაცია ხელმისაწვდომი იყოს მუნიციპალიტეტის ნებართვის გამცემი დეპარტამენტისთვისა და მთავარი კონტრაქტორისთვის, დოკუმენტაცია უნდა იყოს დაბეჭდილი, ხელმოწერილი და პროექტის დოკუმენტაციასთან თანდართული.

როგორ უნდა შემოწმდეს შესაბამისობის დეკლარაცია მუნიციპალიტეტის მიერ?
თუ დეკლარაცია შედგენილი იქნა ეროვნული GEECB პროგრამით, რომელიც თავად ადასტურებს დეკლარაციას იქამდე, სანამ ამობეჭდვა გახდება შესაძლებელი, მუნიციპალიტეტმა უნდა დაადასტუროს, რომ მიიღო ამობეჭდილი, ხელმოწერილი ასლი, რომელსაც იგივე კოდი აქვს, რაც დეკლარაციას, რომელიც MoESD ბაზაში ინახება. კოდის მოსაძიებლად, საკმარისია შეიყვანოთ მუნიციპალიტეტის საიდენტიფიკაციო მონაცემები და სადეკლარაციო კოდი საძიებო ველში. თუ კოდი ფიქსირდება პროგრამაში, ყველაფერი წესრიგშია .

როგორ უნდა შევავსოთ დეკლარაცია
https://www.youtube.com/@GEECB
როგორ უნდა იყოს სამშენებლო კომპანია ინფორმირებული ყცელა მინიმალური ენერგოეფექტურობის მოთხოვნის შესახებ?
სამშენებლო კომპანიამ უნდა მიმართოს მუნიციპალიტეტს რეგულაციების მოძიების თვალსაზრისით, რომელიც გათვალისწინებული უნდა იყოს შენობის პროექტირების დაწყებამდე.
მუნიციპალიტეტი მას გადასცემს წესს მინიმალური ენერგოეფექტურობის მოთხოვნის შესახებ (რეზოლუცია 354/2021), ასევე სხვა რეგულაციებსაც, როგორებიცაა სტრუქტურული პროექტის რეგულაცია, სახანძროუსაფრთხოების რეგულაცია და ა.შ.
როგორ უნდა განვსაზღვროთ არასერთიფიცირებული მასალების ენერგოეფექტურობა და რა დოკუმენტაციის მომზადება ესაჭიროება არქიტექტორს.
მწარმოებლის მონაცემთა ფურცლიდან, საქართველოს სამშენებლო მასალების ნუსხიდან.
როგორ ვისწავლო შესრულების დეკლარაციის შექმნა?
წარმადობის დეკლარაციის შესადგენად, ავტორიზებული სასწავლო კურსის გავლა და გამოცდის ჩაბარება საჭირო არ არის, პროგრამა GEECB გამოიყენება მხოლოდ შესაბამისობის დეკლარაციის შესადგენად, ვინაიდან მონაცემთა შეყვანა გამარტივებული პრინციპით ხდება. MoESD და GOPA გთავაზობთ უფასო მოკლევადიან სასწავლო სესიებს 2023 წლის ივნისიდან დეკემბრამდე.
როგორ გავითვალისწინოთ მინიმალური ენერგოეფექტურობის მოთხოვნები შენობის დაპროექტებისას?
იმისთვის, რომ მოთხოვნები დაკმაყოფილდეს, შენობის დაპროექტება უნდა მოხდეს რეგულაციებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით. ენერგოეფექტურობის მოთხოვნები უნდა იყოს ასახული საპროექტო საბუთებში, რათა მშენებლობა განხორციელდეს სწორად და შენობამ დააკმაყოფილოს მოთხოვნები დასრულების შემდეგ.

რატომ ვერ ვპოულობ თბილისს მუნიციპალიტეტთა სიაში?
354-ე რეზოლუციის თანახმად, თბილისი დიდგორის მუნიციპალიტეტის ნაწილია. (ბოლო ჩანაწერი მუნიციპალიტეტთა სიაში.) ივლისის დასაწყისის ვერსიიდან, დიდგორის მუნიციპალიტეტს სახელი თბილისის მუნიციპალიტეტად გადაერქვა.
რატომ არის მინიმალური ენერგოეფექტურობის მოთხოვნები საჭირო?
მინიმალური მოთხოვნები საზღვრავენ, თუ როგორ უნდა მოხდეს შენობის დაპროექტება და მშენებლობა მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. აუცილებელია გაუმჯობესდეს შენობათა ენერგოეფექტურობა და შემცირდეს სითბური აირების გამოყოფა, რადგან კლიმატის ცვლილებისთვის, ეს მთავარი ხელშემწყობი ფაქტორებია. ეს მოთხოვნები ხელს უწყობენ შენობათა საერთო ტრანსფორმაციასა და ენერგოეფექტური სარგებლის მოტანას.

რა უნდა გაკეთდეს მშენებლობის ნებართვის მიღების შემდეგ?
დეკლარაცია უნდა გადაეცეს კონტრაქტორს, სხვა საპროექტო დოკუმენტაციებთან ერთად. მთავარი კონტრაქტორი ვალდებულია, აწარმოოს მშენებლობა შესაბამისობის დეკლარაციაში მოცემული მოთხოვნების შესაბამისად. თუ მშენებლობის დროს მოხდება ცვლილებები, განხორციელებული ცვლილებები უნდა იყოს შესაბამისობაში დეკლარირებულ მახასიათებლებთან; აკმაყოფილებდეს ან აღემატებოდეს წინასწარ დადგენილ ღირებულებებს.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ სამშენებლო კომპანია არ აკმაყოფილებს მინიმალურ ენერგოეფექტურობის მოთხოვნებს?
იმ შემთხვევაში, თუ შენობის პროექტი არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, იგი ვერ მიიღებს შესაბამისობის დეკლარაციას, რის შედეგადაც, ვერ მიიღებს მშენებლობის ნებართვას.
თუ შენობა არ აკმაყოფილებს მოთხოვნას შენების ეტაპზე, ხოლო პროექტი მოთხოვნას აკმაყოფილებდა, ინსპექცია დაამტკიცებს, რომ მშენებლობა არ მიმდინარეობს დამტკიცებულ ნახაზთან შესაბამისობაში. მუნიციპალიტეტი გასცემს ვალდებულებას, შეიცვალოს კონსტრუქცია პროექტთან შესაბამისობაში. წინაამღდეგ შემთხვევაში, შენობის ბინადრობის ლიცენზია არ გაიცემა.