შევიდა თუ არა ძალაში და მოითხოვება თუ არა უკვე შესაბამისობის დეკლარაციის წარდგენა (ეს კითვა იმიტომ მაქვს რომ ძალიან ხშირად ხდება პროგრამის განახლება და რამე ხომ არ გადაიდო სანამ პროგრამა არ დაიხვეწება) და კიდევ ბევრი სხვა კითხვა მაქვს
დიახ, 354-ე რეზოლუცია ძალაში შევიდა 2022 წლის პირველ ივლისს. აქტიურია პირველი ივლისიდან.
როგორ უნდა იყოს სამშენებლო კომპანია ინფორმირებული ყცელა მინიმალური ენერგოეფექტურობის მოთხოვნის შესახებ?
სამშენებლო კომპანიამ უნდა მიმართოს მუნიციპალიტეტს რეგულაციების მოძიების თვალსაზრისით, რომელიც გათვალისწინებული უნდა იყოს შენობის პროექტირების დაწყებამდე.
მუნიციპალიტეტი მას გადასცემს წესს მინიმალური ენერგოეფექტურობის მოთხოვნის შესახებ (რეზოლუცია 354/2021), ასევე სხვა რეგულაციებსაც, როგორებიცაა სტრუქტურული პროექტის რეგულაცია, სახანძროუსაფრთხოების რეგულაცია და ა.შ.
როგორ გავითვალისწინოთ მინიმალური ენერგოეფექტურობის მოთხოვნები შენობის დაპროექტებისას?
იმისთვის, რომ მოთხოვნები დაკმაყოფილდეს, შენობის დაპროექტება უნდა მოხდეს რეგულაციებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით. ენერგოეფექტურობის მოთხოვნები უნდა იყოს ასახული საპროექტო საბუთებში, რათა მშენებლობა განხორციელდეს სწორად და შენობამ დააკმაყოფილოს მოთხოვნები დასრულების შემდეგ.

რატომ არის მინიმალური ენერგოეფექტურობის მოთხოვნები საჭირო?
მინიმალური მოთხოვნები საზღვრავენ, თუ როგორ უნდა მოხდეს შენობის დაპროექტება და მშენებლობა მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. აუცილებელია გაუმჯობესდეს შენობათა ენერგოეფექტურობა და შემცირდეს სითბური აირების გამოყოფა, რადგან კლიმატის ცვლილებისთვის, ეს მთავარი ხელშემწყობი ფაქტორებია. ეს მოთხოვნები ხელს უწყობენ შენობათა საერთო ტრანსფორმაციასა და ენერგოეფექტური სარგებლის მოტანას.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ სამშენებლო კომპანია არ აკმაყოფილებს მინიმალურ ენერგოეფექტურობის მოთხოვნებს?
იმ შემთხვევაში, თუ შენობის პროექტი არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, იგი ვერ მიიღებს შესაბამისობის დეკლარაციას, რის შედეგადაც, ვერ მიიღებს მშენებლობის ნებართვას.
თუ შენობა არ აკმაყოფილებს მოთხოვნას შენების ეტაპზე, ხოლო პროექტი მოთხოვნას აკმაყოფილებდა, ინსპექცია დაამტკიცებს, რომ მშენებლობა არ მიმდინარეობს დამტკიცებულ ნახაზთან შესაბამისობაში. მუნიციპალიტეტი გასცემს ვალდებულებას, შეიცვალოს კონსტრუქცია პროექტთან შესაბამისობაში. წინაამღდეგ შემთხვევაში, შენობის ბინადრობის ლიცენზია არ გაიცემა.
რა დანიშნულება აქვს შესაბამისობის დეკლარაციას?
შესაბამისობის დასტური თავს უყრის ენერგოეფექტურ მახასიათებლებს, რომლებიც იყო გათვალისწინებული შენობის დაპროექტებისას. იგი ასევე წარმოადგენს მინიმალური უზრუნველყოფის პარამეტებს, რომლითაც მიიღწევა კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა.

მაგრამ, მინიმალურ ენერგოეფექტურობის მოთხოვნებთან შესაბამისობა არ ზრდის მშენებლობის ხარჯს?
დიახ, ეს დამატებითი ხარჯია საბოლოო მომხმარებლისთვის, თუმცა ღირს ინვესტიციად, ვინაიდან ფასეულობა იზრდება საბოლოო მომხმარებლისთვის, რომლისთვისაც ენერგოეფექტურობის შენარჩუნების ხარჯი მცირდება. ამ მოთხოვნათა გონივრულობა ეფუძნება ხარჯების ოპტიმალურ გამოთვლებს, რაც ადასტურებს მოთხოვნათა ფინანსურ ეფექტურობას.
ვინ მიიღო გადაწყვეტილება ენერგოეფექტურობის მოთხოვნასთან დაკავშირებით?
საქართველოს მთავრობამ, 2021 წლის ივლისში. მთავრობას მიეცა ვალდებულება, გამოექვეყნებინა ახალი მინიმალური ენერგოეფექტურების მოთხოვნები, პარლამენტის მიერ 2020 წელს დამტკიცებული ენერგოეფექტურობის შესახებ კანონის მიხედვით.
ექსპლუატაციაში მისაღებად რა სახის დოკუმენტაცია უნდა წარვადგინოთ უკვე დასრულებულ შენობაზე
354-ე რეზოლუციის გათვალისწინება სავალდებულოა მხოლოდ მშენებლობის ნებართვის მისაღებად. მოგვიანებით, გაიცემა ენერგოეფექტურობის სერტიფიკატი (EPC), რომელიც აჩვენებს, თუ რამდენად შესაბამისობაშია პროექტი მინიმალურ ენერგოეფექტურობის მოთხოვნებთან, მშენებლობის დასრულების შემდეგ.
დასჭირდება თუ არა მინიმალური ენერგოეფექტურობის მოთხოვნების გათვალისწინებით დაპროექტებას მეტი დრო?
დიახ,მეტი დრო დასჭირდება, ვინაიდან გაჩნდება დამატებითი კომპონენტების დაგეგმვის საჭიროება მშენებლობის არქიტექტურულ, სტრუქტურულ, მექანიკურ და ელექტროტექნიკური ნაწილების პროექტირებისას შენობაში. თუმცა, ეს ძალისხმევა აუცილებელია სრული შესაბამისობის უზრუნველსაყოფად და იმისთვის, რომ საბოლოო შედეგი (დასრულებული შენობა) აკმაყოფილებდეს კანონმდებლობის მოთხოვნებს, რაც საბოლოოდ, მომხმარებლისთვის ფასეულობის გაზრდას იწვევს.